ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინტელექტკლუბი ინტელექტუალურ თამაშებზე: ,, რა? სად? როდის?" 2019 წლის მონაწილე გუნდების რეგისტრაციას ი წ ყ ე ბ ს! ✔️თითოეული გუნდის შემადგენლობა განსაზღვრულია: 6 მოთამაშით, კაპიტანის ჩათვლით. გუნდის წევრების ასაკი: 14-21 წელი. ✔️რეგისტრაციის ვადა: 2019 წლის 05 თებერვლიდან 19 თებერვლამდე.
რეგისტრაციისთვის გამოგვიგზავნეთ მონაცემები: გუნდის სახელწოდება, მონაწილეთა სახელი, გვარი, ასაკი, მისამართი, ტელეფონის ნომერი. ფინალურ თამაშში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ გუნდებს, რომლებიც წლის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ არანაკლებ 10 თამაშში. თამაშები გაიმართება ყოველკვირეულად, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში.
გუნდის რეგისტრაციისთვის აუცილებელი წინაპირობაა: თითოეული წევრი იყოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მათ შორის ყოფილი დაბა ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მცხოვრები ან/და ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლის მოსწავლე. საკონტაქტო ინფორმაცია: 599851456khelvachauriyouthcenter@gmail.com