„რამდენიც არ უნდა მოკვეთო თავი ისევ ამოუვა მიშას!“

„რამდენიც არ უნდა მოკვეთო თავი ისევ ამოუვა მიშას!“

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ადეიშვილი facebook-ზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „მთელი ერი თუ არა, ცოტას გამოკლებით მაინც დონ კიხოტია. ლიეჟში რა გინდოდათ? ვის ებრძვით? კაშეი ბეზსმერტნიზე ზღაპარიც აღარ გახსოვთ? რამდენიც არ უნდა მოკვეთო თავი ისევ ამოუვა მიშას! ლიეჟში, სტრასბურგში, უკრაინაში კი არა აგერ, დიღმის მასივშია ის ხე, რაზეც ზანდუკი კიდია და იმ ზანდუკში კიდე კვერცხი დევს. აი იმ კვერცხში კი ნემსია, რაშიცაა მიშას და საერთოდ ენმ-ის სული. ხეზე თუ ვერ გადიხართ, აგერ ბიძოს თხოვეთ ამოთხაროს და თავის ზანდუკ-კვერცხიან-ნემსიანად ხევში გადააგდოს ან ბორანით გაიტანოს ქვეყნიდან!! მარა არ იზამს ბიძო არა!! ეგაა ზუსტად ის, ვინც ღამღამობით წყალს უსხამს სანამ რუსეთის საელჩოს აშშ-ს საელჩოც არ მიყვება ასე წყალს გაყვება ეს ქვეყანაც! სწორედ მაგ საელჩოდან მოფრინავენ „უტკები“ ვითომ რუსეთის კაციაო მიშა. საკუთარი ჩაჯმული და საკუთარი მანიაკი რუსებს უნდათ შეტენონ თითქოს იმათ ცოდვები არ ეყოფათ! ვანუტუს და ნაურუს ბრალია ყველაფერი რაც გვჭირს! ეგენია ექსტრადაციას რომ არ ახდენენ თვარა ევროპელები გამარქაფებულები არიან :)

P.S. სულ ცოტა „უტკების“ გამოფრენთა ყიყინს ნუ უსმენთ მაინც ესეც შეღავათი იქნება!“