სოფელ მაღლაკონში წყლის სალექარი ნაგებობის მშენებლობა

სოფელ მაღლაკონში წყლის სალექარი ნაგებობის მშენებლობა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკონში წყლის სალექარი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის განხორციელებით ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგდება სოფელში მცხოვრები 34 ოჯახი. ობიექტზე სამუშაოებს ანხორციელებს შპს ,,ნაგო’’. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები მიმდინარე წლის 29 აპრილამდე უნდა დასრულდეს.