დღეს, მერიის სააქტო დარბაზში ოჯახების მოწყვლადობის განმაპირობებელ ფაქტორებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, ახალსოფელში და ქედქედში მცხოვრებ ოჯახებში არსებული პრობლემები, რომლებიც ეხებოდა სოციალური შეფასების, დასაქმების და ინფრასტრუქტურულ საკითხებს. მერის წარმომადგენლებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სოციალური აგენტის შეფასებისას მათ ჩართულობაზე. სხდომაზე დასმულ ყველა საკითხზე შესაბამის ვადებში მოხდება რეაგირება. ხელვაჩაურის მრჩეველთა საბჭო აერთიანებს რესურსცენტრის, დასაქმებისა და სოციალურ სააგენტოებს, უფროს სპეციალისტებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და კულტურის სამსახურებს. საბჭო 2018 წლის ოქტომბრის თვეში შეიქმნა და ადგილობრივ დონეზე განხილული იქნა 16-მდე ოჯახის საკითხი, რომელთაც არსებული რესურსითა და პროგრამებით გაეწიათ დახმარება. საბჭოს ხელმძღვანელობს მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან დევაძე.