ლიეჟში, სადაც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეხვედრა გაიმართა, რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.
ქალაქში ჩასულ ემიგრანტების ნაწილს დარბაზში შესვლის და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ემიგრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მხუთავი აირი გამოიყენეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა დარეჯან მეფარიშვილმა ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, თუ ვინ გამოიყენა მხუთავი აირი.
“ახლა მომწერეს: ეს არის ანტვერპენელი დათო, გორელი დათო,- ასე იცნობს ყველა.
მოკლედ, გორელია თუ სამტრედიელი, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ანტვერპენელია და თან იცის, როგორ გამოიყენოს მხუთავი გაზი, როგორ გაიმეტოს თანამემამულე და როგორ მოწამლოს.
როდიონოვი”