“საკაშვილი არ არის და არც არასდროს ყოფილა საშიში… “-

“საკაშვილი არ არის და არც არასდროს ყოფილა საშიში… “-

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“საკაშვილი არ არის და არც არასდროს ყოფილა საშიში… საშიში ის ხალხია ვინც მას აფინანსებს საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოპოვება-შენარჩუნებისთვის და ვისაც ამ ფულით სააკაშვილი აფინანსებს და არ სცხვენია იძახოს”მიშა-მიშა”…

სააკაშვილში რაც ძლიერია, ეს არის უცხვირპირობა ფულისა და ძალაუფლების სიყვარული, ღალატი და გამყიდველობა უფრო დიდი ფულისთვის…”, – წერს შაშიაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს ინციდენტი მოხდა.

დარბაზში თემურ შაშიაშვილი შევიდა, თუმცა სააკაშვილის მხარდამჭერებმა შაშიაშვილი დარბაზიდან გაიყვანეს.

ინციდენტის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა განაგრძო.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.

მანამდე კი დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე. კონგრესის სასახლის წინ გაშლილი იყო მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები.