“რეკომენდაცია “სკაიპით” დანიშნულ აჭარის ალტერნატიულ მთავრობას…”

“რეკომენდაცია “სკაიპით” დანიშნულ აჭარის ალტერნატიულ მთავრობას…”

აჭარის ე.წ. ალტერნატიული მთავრობის შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“რეკომენდაცია “სკაიპით” დანიშნულ აჭარის ალტერნატიულ მთავრობას”

პირველ რიგში,მაგ თქვენი გადარეულისთვის,ერთი კარგი ფსიქიატრიული კლინიკა ააშენეთ და ყველაზე საუკეთესო პალატაში დააწვინეთ! ისე,პრინციპში თქვენც შეგიძლიათ განთავსდეთ გვერდითა პალატებში”, – წერს ლილუაშვილი “ფეისბუქზე”.

ცნობისთვის, აჭარაში ახალგაზრდების ჯგუფის მიერ აჭარის ე.წ. ალტერნატიული მთავრობის შექმნის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. მისი ცნობით, იგი თავად უწევს ამ ჯგუფს კონსულტაციას და პირველი „მთავრობის სხდომა“ ორ კვირაში გაიმართება.