სააკაშვილი ილუზიაშია, ჰგონია, რომ მას რაღაც რეიტინგი აქვს და თუ საქართველოში დაბრუნდა, წითელი ხალიჩით დახვდებიან

სააკაშვილი ილუზიაშია, ჰგონია, რომ მას რაღაც რეიტინგი აქვს და თუ საქართველოში დაბრუნდა, წითელი ხალიჩით დახვდებიან

სააკაშვილი ილუზიაშია და ჰგონია, რომ მას რაღაც რეიტინგი აქვს და თუ საქართველოში დაბრუნდა, წითელი ხალიჩით დახვდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბელგიაში, ემიგრანტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სააკაშვილი მთელ ქვეყანას ილუზიაში აცხოვრებდა, მე მგონია, რომ ახლა თავად არის ილუზიაში და ჰგონია, რომ მას რაღაც რეიტინგი აქვს და თუ საქართველოში დაბრუნდა, წითელი ხალიჩით დახვდებიან. დახვედრით დახვდებიან, მაგრამ ალბათ, განსასჯელის სკამი დახვდება. ასე, რომ მას ვურჩევ, ის რაც ჩაიდინა ქვეყნის, საზოგადოების წინაშე, ამაზე იფიქროს და ეს მავნებლობა, ამ ქვეყანაში აღარ განმეორდება”,- განაცხადა სესიაშვილმა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა.