სააკაშვილმა სამარცხვინოდ, ცარიელი დარბაზის პირობებში, მორიგჯერ ვერ მოახდინა ტრიუმფი

სააკაშვილმა სამარცხვინოდ, ცარიელი დარბაზის პირობებში, მორიგჯერ ვერ მოახდინა ტრიუმფი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

“სააკაშვილმა (სამარცხვინოდ ცარიელი დარბაზის პირობებში) მორიგჯერ ვერ მოახდინა ტრიუმფი, მაგრამ მორიგჯერ მოახერხა ქართველების გახლეჩა და დაპირისპირება! ძალზედ მაინტერესებს, დღევანდელი შეკრების ყურებისას:

ა) თუ გრძნობდა “ქართული ოცნება”, რომ ის დამნაშავეა სააკაშვილის მაოხრებელ გზირად დატოვებაში.

ბ) როდემდე აპირებს პროკურატურა,- არ იმოქმედოს, რომ ბოლოს და ბოლოს მოხდეს ამ პოლიტიკური პროვოკატორის, ამ სამხედრო დამნაშავის დაკავება.

გ) NDI და ტრამპზე აჭრილი ქალბატონი ლორა თორტონი მომიკითხოს ვინმემ. NDI-ს მომავალი კვლევისას, სააკაშვილთან დარბაზში მხოლოდ 3 კაცი რომ იჯდება, ნაცმოძრაობას 100%-ი დაუწეროს რეიტინგად. ქალბატონი ლორაც, ეტყობა, ამ კვლევებს 60 მეტრიან დროშას აფარებს.”-წერს ირმა ინაშვილი.