სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრა კონტრ აქციის ფონზე მიმდინარეობს

სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრა კონტრ აქციის ფონზე მიმდინარეობს

ლიეჟში ”კონგრესის სასახლეში” მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრა კონტრ აქციის ფონზე მიმდინარეობს. ექს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ემიგრანტების ის ნაწილი არ შეუშვეს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს.

“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებსა და ემიგრანტების გარკვეულ ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა, ადგილზე მისულ ემიგრანტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა დარბაზში შესვლის საშუალებას არ მისცეს. შეხვედრაზე გაუშვეს წიწაკის სპრეი, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.