ლიეჟში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების შეკრებაა დაგეგმილი, დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
ადგილზე მისულ ემიგრანტებს „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს.
დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელსაც თვალებში შეასხეს წიწაკის სპრეი.