მივდივარ იქ იმიტომ რომ 11 წელია ვარ ემიგრანტი... მივდივარ უნდა მოვუსმინო იმ კარგ ადამიანს, რომელმაც უამრავი ჩემი მეგობარი ჩადო მიწაში - ასე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობის ხელმძღვანელი" ბექა გოგოსაშვილმა "ფეისბუქლაივით" საზოგადოებას და ამასთან განმარტა, რომ ლიეჟში იგი ოჯახთან ერთად მიდის და არანაირი არეულობის მოწყობას არ აპირებს.
"მივმართავ მათ ვისაც ჰგონიათ , რომ ლიეჟში არეულობის მოსაწყობად მივდივარ და თურმე უნდა ჩავშალო ინტრიგნულად და ასე შემდეგ.
მე მივდივარ ჩემი ოჯახით ვარ 11 წელი ემიგრანტი, მინდა მივმართო იმ ადამიანებს ვინც მემუქრება, მათ შორის როლანდ ახალაიას.
მე ჩემი წვალებით ადამიანობით მოვდივარ მთელი ცხოვრება, მივდივარ იქ იმიტომ რომ 11 წელია ვარ ემიგრანტი, არ არის ეს პატარა დრო და მაქვს სურვილი დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში. გამომაგდო იმ ხელისუფლებამ, რომელი ხელისუფლების წარმომადგენელიც დღეს მართავს შეხვედრას და იძახის, რომ ის აღარ ვარ შევიცვალე და კარგი გავხდი. მივდივარ უნდა მოვუსმინო იმ კარგ ადამიანს, რომელმაც უამრავი ჩემი მეგობარი ჩადო მიწაში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უამრავი გამოჩენილი თუ რიგითი მოქალაქე გააუბედურა.
არ გაგივათ ეგ ხრიკები, ფრთხილად იყავით საპონი არ გაგივარდეთ ხელიდან," - აცხადებს ბექა გოგოსაშვილი