ქალაქ ლიეჟში ქართველი ემიგრანტების შეხვედრის ორგანიზატორის გიორგი სიგუა თქმით, ლიეჟში მობილიზებული არიან სპორტსმენები, მათ შორის მოჭიდავეები, რომელთა ნაწილს ის თავადაც იცნობს.
"მე ვიცი, რომ ადამიანებს სთხოვეს მოეწყოთ აქ პროვოკაცია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროვოკაციებს ადგილი არ ექნება. იმიტომ რომ თუნდაც ის მოჭიდავეები, რომლებიც არიან ჩამოსული, ან აპირებენ ჩამოსვლას, მე მათ ძალიან კარგად ვიცნობ პირადად. ეს ადამიანები გვეხმარებოდნენ უსაფრთხოების დაცვაში ანაკლიაში ფესტივალზე. მე ნამდვილად ვიცი, რომ აქ არიან სპორტსმენები, არა მარტო მოჭიდავეები, არამედ სხვა სპორტსმენები, რომლებიც არ ვიცი რაზე ფიქრობენ, როგორ ფიქრობენ და რის მოწყობას აპირებენ, თუმცა ნებისმიერი ექსცესი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. თქვენ ნახავთ აქ უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომებს. ერთ ადამიანს თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს ამ კრებაზე, ამას გადაყვება ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი კლანიანად“, - განაცხადა გიორგი სიგუამ "რუსთავი 2"-თან.