”თავისუფლების დაცვის ცენტრის” თავმჯდომარე ბესო კალაძე სოციალური ქსელის საშუალებით ბელგიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებს წერს.
“მინდა გამოვეხმაურო, ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრას “ემიგრანტებთან”. ეს არის მასკარადი, ამ ყველაფერს სხვა სახელი არ აქვს. უფრო მეტიც, ის კრიმინალები, რომლებმაც დანაშული ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინაშე და არიან გაქცეულნი, მიიღეს “ემიგრანტის” სტატუსი და არ ვიცოდით.
სააკაშვილს მხარდამჭერები არ ჰყავდა, ამიტომ საქართველოდან მოხდა ნაც. აქტივის წაყვანა ბელგიაში. ახლა გამახსენდა ის დრო, როდესაც სააკაშვილი ავტობუსებით დაატარებდა თავის მხარდამჭერებს სხვადასხვა რეგიონში. რისთვის აკეთებდა ამას?! ეს ყველაფერი იყო აგებული სიცრუესა და სიყალბეზე, ამით ცდილობდა გადაეფარა ის ბნელი შავი ლაქები, რომლებიც ბლომად გააჩინა საქართველოში მისმა მმართველობამ. ახლაც იგივე ხდება, ამ შეკრებით სურს დაანახოს ყველას, რომ უმანკოა და სუფთა პოლიტიკური წარსული გააჩნია. მისი პოლიტიკა არ იცლვბა, არც მიშა შეიცვლება.”-წერს ბესო კალაძე.