„ალტერნატიული მთავრობა“ დაახლოებით ერთი თვეა ფუნქციონერებს და მთავრობის ფორმირებაში ჩართულია დაახლოებით 20 ახალგაზრდა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ასმათ დიასამიძემ.
ცნობისთვის, აჭარაში ახალგაზრდების ჯგუფის მიერ აჭარის ე.წ. ალტერნატიული მთავრობის შექმნის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. მისი ცნობით, იგი თავად უწევს ამ ჯგუფს კონსულტაციას და პირველი „მთავრობის სხდომა“ ორ კვირაში გაიმართება.
„ალტერნატიული მთავრობა“ დაახლოებით ერთი თვეა ფუნქციონერებს. როგორც კი დააანონსა მიხეილ სააკაშვილმა, მასთან საუბარიც გვქონდა „სკაიპით“. „მთავრობის“ ფორმირებაში ჩართულია ძირითადად ახალგაზრდები, დაახლოებით 20 ახალგაზრდა, ახალ კურსდამთავრებულებიც და რამდენიმე სტუდენტიც.
„რამდენიმე გვარის დასახელება შემიძლია - გიორგი სოლომონიძე, პროფესიით იურისტი; მარინა ბერიძე, რომელიც სპორტის მიმართულებით მუშაობს, თუ არ ვცდები, დამთავრებული აქვს თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტი. პროცესში ჩართული ვართ ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, 4 დეპუტატი ვართ და ყველას ჩვენი მიმართულება გავქვს.
„ასევე ჩამოყალიბებულია ქალაქის მუნიციპალიტეტიც და ამ პროცესში ჩართული არიან ქალაქის მერიისა და საკრებულოს ყოფილი თანამშრომლები.
„ძალიან ინტენსიურ მუშაობა მიდის, იმართება შეხვედრები ამ ახალგაზრდებთან, მათ შეხვდა ლევან ვარშალომიძეც, რომელმაც თავის უზარმაზარი გამოცდილება გაუზიარა, ესაუბრა რა გაკეთდა და რისი გაკეთება ვერ მოვასწარით.
„ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში გამართულ შეხვედრას ამ ახალგაზრდებიდან ესწრება ორი, დასწრება იყო ნებაყოფლობითი და მათ გამოთქვეს სურვილი“, - განაცხადა ასმათ დიასამიძემ.