ანი ნადარეიშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, ბელგიაში საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის დათა ახალაიას დაკავებაზე სიცრუეს უწოდებს."დათა ახალაია საერთოდ არ იმყოფება ლიეჟში
ბექა გოგოსაშვილი - ან მიზანმიმართულად ავრცელებთ ტყუილებს, ან ვწუხვარ, მაგრამ ჰალუცინაციები გაქვთ", წერს ანა ნადარეიშვილი.
ცნობისთვის, ანი ნადარეიშვილი დათა ახალაიას ძმის, ბაჩო ახალაიას მეუღლეა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში ქართველთა მსოფლიო კონგრესს მართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.