პოეტმა დავით მაღრაძემ პალიტრა მედიას ეთერში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მოსამართლეები უნდა შეირჩეს სინდისისა და ერუდიციის ნიშნით.
“მოსამართლე უნდა შეირჩეს საკუთარი სინდისის და ერუდიციის ნიშნით, უმთავრესი ნიშანი ამის საპირწონედ რა არის?! რა ანალიტიკა და რა ლოღიკა. არსებობს თეორემები, არსებობს აქსიომები. აქსიომას მტკიცებულებები არ მოსდევს და ეს მთელმა საზოგადოებამ იცის. ხშირად მეკითხებიან ვინ არის ქართული საზოგადოება, რომელსაც ხშირად ვახსენებ. თუ ვერ ხედავენ მინდა მათ მივეხმარო და დავანახო ვინ არის ქართული საზოგადოება. ქართული საზოგადოება არის მოსახელეობიოს ის ნაწილი რომელიც განსაცდელისას ღირსებას ინარჩუნებს.”– განაცხადა დავით მაღრაძემ.