სამოქალაქო მოძრაობის "ძალა ერთობაშია ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ ოკუპანტები ძალიან აქტიურად მოქმედებენ და თანაც პირდაპირ მავთულხლართებთან.
"ეს ძალიან ცუდი ნიშანია. აქტიურად მოქმედენ დამატებითი ტერიტორიის მიტაცებისთვის. ჩვენ ამაში ხელს შვუშლით და ამაზე რეაგირებისთვის ერთი საათი დაგვჭირდება, რომ ატოციდან გადავისროლოთ ჩვენი ჯგუფები და ხელი შევუშალოთ მათ ბორდერიზაციაში, თუმცა მხოლოდ მოხალისეების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ეს. ხელისუფლება უკვე დღეს უნდა ახორციელებდეს ძალიან აქტიურ ქმედებებს და ეუბნებოდეს ოკუპანტს, რომ არც ერთი კვადრატული სანტიმეტრის დათმობას არ ვაპირებთ. ხურვალეთში ძალიან მალე ოკუპანტები აქტიურ ქმედებებზე გადავლენ. ყველა საოკუპაციო ხაზიდან საზღვარი დაახლოებით 60-70 მეტრით არის გადმოწეული და ჯამში ეს მრავალ ჰექტარ მიწას წამოადგენს", - განუცხადა "ახალ თასობას" ქაცარავამ.