როგორც კი, იმ ბომჟმა თქვა, მილიარდებს ვფლობო, თქვენც მადა აგიცმაცუნდათ და არა?

როგორც კი, იმ ბომჟმა თქვა, მილიარდებს ვფლობო, თქვენც მადა აგიცმაცუნდათ და არა?

„ახლახანს, გადავხედე ინტერნეტ სივრცეს და გაოგნებული დავრჩი... ეს ჩემი კოლეგები, მუდამ რომ ტიროდნენ და ხაოდნენ, გვიჭირს ფინანსურად, ძლივს ვარსებობთ და ვსულდგმულობთო, თურმე კარგახანია, ღიად ჩაებნენ, „ნაციონალების“ პიარსა და სააკაშვილის სამსახურში...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი წერს და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

„ხოდა, თავდაუზოგავად და მუხლჩაუხრელად, კი აპიარებენ „ნაციონალებს“... სამაგიეროდ, ასევე დაუზოგავად, თხრიან და ცოცხლად მარხავენ, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს... თურმე რა მათხოვრები და სულგაყიდულები ყოფილხართ, თქვე უბედურებო?!. როგორც კი, იმ ბომჟმა და ღორმა თქვა, მილიარდებს ვფლობო, თქვენც მადა აგიცმაცუნდათ და ყველანი, მიშას კბილების ნაჩიჩქნის რიგში ჩადექით, არა? ხოდა, დარჩით მიშას ნარჩენებთან ერთად, მეტის ღირსნი არც ხართ და მეტს უფალი, არასდროს არაფერს არ მოგცემთ... კიდევ, ასევე და მთავარი, თქვენ ჩემს არემარეზე, არასდროს, არ დაგინახოთ, თორემ, ვაი თქვენი ბრალი!“ - წერს ლიპარტელიანი.