პირდაპირ ეთერში დიდი ჭიდაობაა მოსალოდნელი

პირდაპირ ეთერში დიდი ჭიდაობაა მოსალოდნელი

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი საჯარო კონფლიქტის შემდეგ ერთმანეთს პირველად იმედის ეთერში შეხვდებიან. ხვალ, 13:00 საათზე გადაცემაში „სპორტი იმედზე“ მაყურებელი ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებაზე ინფორმაციას მთავარი ფიგურანტებისგან მოისმენს. 24 იანვარს სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

მანამდე გეგა გეგეშიძე პოლიციამ დაკითხვის შემდეგ დააკავა. მას სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარი ჩხუბისას, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავებიან.

დათუნაშვილი აცხადებს, რომ თუ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩება, ის საქართველოს დატოვებს და სხვა ქვეყნის სახელით გავა ტურნირებზე.