სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" ამტკიცებს, რომ ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ერევნის ციხიდან აიტვირთა. ამ თემას დღეს საღამოს "შაბათის კურიერი" ვრცელ სიუჟეტს მიუძღვნის. გადაცემის ანონსში საუბარია სომხეთის ციხეში მყოფი კავშირების თაობაზე ბიძინა ივანიშვილთან. რა ფაქტებს ეყრდნობა ტელეკომპანიის დასკვნები, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.