ბელგიის პოლიციამ სახლის სარდაფიდან კანალიზაციის მილამდე, შემდეგ კანალიზაციის მილიდან ბანკის შენობამდე გათხრილი გვირაბით ბანკში შეღწევაში და ძარცვაში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავა.
ძარცვაში ეჭვმიტანილი პირველი პირი (კობა მ.), წარმოშობით საქართველოდან, მაგრამ თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე ბელგიაში მცხოვრები 27 წლის ბელგიის მოქალაქე, ორშაბათს მას შემდეგ დააკავეს, რაც გვირაბში მძარცველების მიერ დატოვებულ მრავალ სამხილთა შორის უნიკალური მოდელის კუთხსახეხზე მასზე ამოტვირფული ქარხნული ნომრებით გაყიდვის ადგილი და მყიდველი დაადგინეს.
ბელგიური პრესა იუწყება, რომ მათ დღეს ამ ძარცვასთან დაკავშირებული კიდევ ორი პიროვნების დაკავების შესახებ შეიტყვეს. ერთი მათგანი (28 წლის გიორგი კ.) იმ სახლში დატოვებული თითები აღნაბეჭდით მოძენეს, რომლიდანაც კანალიზაციის მილამდე გვირაბი იყო გათხრილი. გიორგი კ.-ც ანტვერპენელია, წარმოშობით საქართველოდანაა და კობა.მ.-ის ბავშვობის მეგობარია. პოლიციის ცნობით, გიორგი კ. იმ სატრანსპორტო კომპანიაში მსახურობს, სადაც ადრე კობა.მ. მუშაობდა. გიორგი კ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ფურგონით გადაადგილდებოდა და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მან დაადასტურა იმ სახლში, საიდანაც გვირაბია გათხრილი, თავის ყოფნა და იქ მცხოვრებ პირებთან ურთიერთობა, მაგრამ კატეგორიულად უარყო, რომ იცოდა რაიმე მათ მიერ გვირაბის გათხრის შესახებ.
დღეს დილით მესამე ეჭვმიტანილი, 45 წლის კახაბერ მ. დააკავეს. ის კობა.მ.-ის მამაა, თუმცა, ზოგიერთი ცნობის მიხედვით, მამა-შვილს ერთმანეთში გართულებული ურთიერთობა აქვთ. მათ ერთად ჰქონდათ პატარა კომპანია, რომელიც ტექსილით ბითუმად ვაჭრობდა და ამ ბიზნესისთვის საჭირო თანხა საწყისი თანხა და Paribas Fortis -ში ჰქონდათ დეპონირებული. ასე რომ, ისინი, უდავოა, იყვნენ კლიენტები, თუმცა, დანამდვილებით არაა ცნობილი, ჰქონდათ თუ არა მათ იქ შემნახველი ყუთები. აღნიშნავენ, რომ კახაბერ მ. ბანკთან ახლოს ცხოვრობს.
ამ დროისთვის უცნობია, რას განაცხადა პოლიციაში დაკითხვაზე კახაბერ მ.-მა, ხოლო რაც შეეხება კობა მ.-ს, მან თავის კავშირი ზარცვასთან დაკავებისთანვე უარყო და ის სასამართლოს დადგენილებით ოდაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლებულიყო პატიმრობიდან, თუმცა პროკურორმა სასამართლოს დადგენილება გაასაჩივრა და ამ დროისთვის კობა მ. პატიმრობაში რჩება. დღეს უნდა შემდგარიყო გიორგი კ.-ს სასამართლო პროცესი. კახაბერ მ. სასამართლოს წინაშე ხვალ წარსდგება.
შეგახსენებთ, 3 თებერვალს, დღისით, ანტვერპენში, ბელგიის უდიდესი ბანკის BNP Paribas Fortis-ის სიგნალიზაცია ჩაირთო. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ნახეს, რომ შემტვრევით ბანკში შესვლის კვალი არ ჩანდა. ბანკის თანამშრომელთა მოსვლის და საცავების დათვალიერების დროს იატაკში ხვრელი შენიშნეს, რომელიც 4 მეტრის შემდეგ ქალაქის ცენტრალური კანალიზაციის მილამდე აღწევდა.