ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს აკაკი ზოიძეს “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პირველებში” დებატების დროს.
“შევარდნაძის დრო დააბრუნეთ სასამართლოში. იმიტომ, რომ კორუფციაც არის და ზეწოლაც. ჩინჩალაძე გახდა თქვენი ღმერთი, ზარდიაშვილი პარლამენტის ეზოში ხვდება ჩინჩალაძეს”, – აღნიშნა ხოშტარიამ.
აკაკი ზოიძემ ელენე ხოშტარიას უთხრა, რომ დემაგოგობს, რაზეც დეპუტატი პასუხობს:
“როგორ არ მქონდეს ემოცია, როდესაც ანგრევთ სახელმწიფო ფუნდამენტს. არც ია კერზაიას საქმე, არც სარალიძის და არც ერთი სამართალდარვევის საქმე ვერ იპოვის სამართალს თუ ასე იტყვით, რომ მურუსიძის დემონიზება ხდება. თქვენმა ბიძინა ივანიშვილმა აიღო, ლამბაქზე დასვა და დაგვადო სამუდამოდ”, – განაცხადა ხოშტარიამ.