ანალიტიკოს ნანა დევდარიანის განცხადებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო, რათა მისი დაბალი რეიტინგის გამო პოლიტიკური ქულები ჩაეწერა. ამ საკითხზე ნანა დევდარიანმა “ობიექტივი”-ს ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ცნება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ბუნებაში არ არსებობს და ხაზს უსვამს რამდენიმე გარემოებას, რაც აღნიშნულ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მაგალითად ის, რომ ევროკავშირისა და ნატოს ბევრმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა ტომოსის გადაცემას.
“ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ამ ფორმით მისი დასაბამიდან დღემდე არსად არ არსებულა. უბრალოდ, ვიღაცამ მისი პოლიტიკური მიზნებით გამოყენება გადაწყვიტა და ეს არის პოროშენკო, რომელსაც ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მან მოინდომა გადაეწყვიტა უკრაინის “ავტოკეფალიის” საკითხი, რომ ქულები დაეწერა ამ არჩევნების წინ”– აცხადებს ნანა დევდარიანი.