"წასვლაზე უფრო ადვილი არაფერი არ არის"

წასვლაზე უფრო ადვილი არაფერი არ არის, - ასე პასუხობს გედევან ფოფხაძე კითხვას, უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნას.

"თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რაღაც რესურსი იწურება, მერე უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი. წასვლაზე უფრო ადვილი არაფერი არ არის. მე ვთქვი კიდევაც, უმრავლესობის ბოლო სხდომაზე მისვლის შინაგანი განწყობა არ მქონდა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ მივედი, ვიყავი, მოვისმინე განსხვავებული აზრი, ვთქვი ჩემი აზრიც. სანამ მექნება შესაძლებლობა, რომ ჩემი აზრი გავაჟღერო იქაც და თქვენთანაც, მე მზად ვარ, ეს ვაკეთო, მაგრამ საჯარო სივრცეში პოზიციის დასაბუთებისგანაც მე თავს ვერ შევიკავებ," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განმარტებით, მან და მისმა თანამოაზრე კოლეგებმა მოსამართლეებთან დაკავშირებულ საკითხთან მიმართებაში „მათი გასაკეთებელი გააკეთეს".