„არ მინახავს საკუთარი თავის ესეთი მტერი ხელისუფლება“

„არ მინახავს საკუთარი თავის ესეთი მტერი ხელისუფლება“

"მე არ მინახავს საკუთარი თავის ესეთი მტერი ხელისუფლება, რომელიც ძალიან ბევრ თანამოაზრეს კარგავს", - ამის შესახებ განცხადებას "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილმი აკეთებს.

"მე არ მინახავს საკუთარი თავის ესეთი მტერი ხელისუფლება, რომელიც ძალიან ბევრ თანამოაზრეს კარგავს ამ წლების მანძილზე და ახლა ამ დაკარგვის პროცესი შედის გადამწყვეტ ფაზაში. იმიტომ, რომ საქმე პრინციპულ საკითხს ეხება. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვეხებით კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, რომლებიც პატიოსნად აღასრულებდნენ და აღასრულებენ მათ ვალდებულებას და მათ მანტიას პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ვეხებით და რა თქმა უნდა შევეხებით მურუსიძეს, გვრიტიშვილს, რომელიც აბსოლუტურად თავხედია და აკეთებს თავხედურ და ცინიკურ განცხადებებს", - ამბობს ინაშვილი გადაცემა "რეაქციაში".