ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის ერთ-ერთ შესასვლელში 46,5 მეტრი სიმაღლის დროშა განთავსდება.
რა პოზიცია აქვს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ამ საკითხით "დაიჯესტი" დაინტერესდა და გოგი წულიას დაუკავშირდა.
წულაია თვლის, რომ ქალაქის შესავლელში დიდი დროშის განთავსება კარგია, თუმცა, მისი აზრით ქალაქში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი.
"არ მგონია ამ დროშამ ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებას ხელი რამენაირად შეუწყოს. იმის გულობიზა, რო თურმე წულაიას ვეღარ ვათქმევინებთ დროშა ვერ დავკიდეთო, ამის გულობიზა ამხელა მახინის აშენებას, ერჩიათ მართლა საქმე გაეკეთებინათ. ეს ქალაქი არის თავზე დამხობილი უპერსპექტივო, სადაც ადამიანებს სიცოცხლე არ უხარიათ და გაჩერება არ უნდათ. კარგია დროშაც, ყველაფერიც, მაგრამ დროშის თაყვანისმცემელი ადამიანი არ რჩება, ის ადამიანები ვინც დროშას პატივი უნდა მიაგოს თავქუდმოგლეჯილები გარბიან აქედან. რა თქმა უნდა, კი ლამაზია, იყოს, მაგრამ ამ ქალაქის სხვა სიკეთე უფრო გამიხარდება", - განუცხადა წულაიამ "დაიჯესტს".