საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია გუნდი არც ერთმა წევრმა არ დატოვოს. მისი თქმით, ბევრი რესურსი არის იმისათვის, რომ შეჯერდეს, დაახლოვდეს პოზიციები და გუნდის არც ერთმა წევრმა არ დატოვოს უმრავლესობა.
“მე ვფიქრობ, რომ გუნდის თითოეული წევრი არის ძალიან ძვირფასი ჩვენი მთლიანი უმრავლესობისათვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთმა არ დატოვოს დღეს უმრავლესობა, რადგან დღეს ძალიან ბევრი საქმე არის საკეთებელი ქვეყნისათვის. პირველ რიგში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის სამართლიანი სასამართლოს თემა, ამიტომ თითოეული წევრის ყოფნა უმრავლესობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემი მოსაზრებით, საკმაოდ ბევრი რესურსი არის იმისათვის, რომ შეჯერდეს, დაახლოვდეს პოზიციები და გუნდის არც ერთმა წევრმა არ დატოვოს უმრავლესობა” – განაცხადა ლევან კობერიძემ.