ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება ინფორმაციას, რომელიც დილიდან ვრცელდება თბილისის მერის 2018 წლის ხარჯების შესახებ.
თბილისის მერს ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორის, ნიკა გავრამიას შემდეგ, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოექომაგა და სოციალურ ქსელში დაწერა:
“ადამიანები ხელფასს იმიტომ იღებენ, რომ იმაში დახარჯონ, რაშიც მოეპრიანებათ. (ახალი სიტყვა მაქვს ამოჩემებული) ეს ერთი და მეორე, ძალიან მაგრად იცვამს კალაძე. თავისი ყვითელი შარვლებით და ჭრელი კედებით. სხვა თემაა როგორი მერია და მაგაზე კამათი მოსულა. არასწორ ადგილას ურტყამთ მოკლედ”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქზე”.