"ქართული ოცნების” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა “რეაქციაში” პირდაპირ თქვა, რომ პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის პირდაპირმა ტელეეთერმა მასზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა:
“იცით რა, თქვენ გყავდათ ეთერში სტუმრად პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე. ნეტა არ გყოლოდათ, ძალიან მძიმე ეთერი იყო. ეს ეთერი არ წაადგა პარტიას და გუნდს.
ეს არ ყოფილა ჩემი შეურაცხყოფა. იმდენი რამე მაქვს გამოვლილი, ადამიანებს ყველაფერზე რომ გამოვეკიდო და წყენა ჩავიდო გულში, რა გამოვა? ჩვენ რას ვეუნებით იმ ხალხს, ვინც რეალურად რეპრესირებულები არიან, განიცდიან ამ ყველაფერს… რას ვეუბნებით ამ ხალს? მერე რა მოხდა, დიდი ამბავი 20 წელი თუ მოგცეს, მოდით რა ვაცალოთ ამ მოსამართლეებს?. არ გამოვა ასე!” – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.