"გირგვლიანების ოჯახი მთლიანად ამოწყდა ჩვენს თვალწინ და ეს მოსამართლეები გამოსწორდნენ?"

მოსამართლეების გამოსწორების და მათი სწორ გზაზე დადგომის საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კატეგორიულად არ სჯერა. მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ ბოლოდორინდელი მოვლენებით დაბნეული და გაოგნებულია.

"როდესაც ქუჩაში ვიღაც რიგითი მოქალაქე იტყვის მსგავს რამეს, შეიძლება ასეთი რეაქცია არ მქონდეს, მაგრამ ხელისუფლების შტოს წარმომადგენლისგან რას ნიშნავს გამოსწორდნენო? ოჯახები უბედურდებოდა და გირგვლიანების ოჯახი მთლიანად ამოწყდა ჩვენს თვალწინ! ამ ცოდვის მატარებელი მოსამართლე როგორ გამოსწორდა, ვერაფრით ვიგებ და რა ვქნა?!

აბსოლუტრად ვერ გამომაქვს ადეკვატური აზრი! საპრეზიდენტო არჩევნებისას უკან არ დამიხევია და ვთქვი, რომ, იქ, სადაც არ არის კრიტიკული გარემო, სადაც ერთი გუნდი იარსებებს, ხელისუფლებამდე ვერასოდეს ვერ მიაღწევს ხალხის აზრი და აღშფოთება! მაინც მგონია, რომ ხალხის აზრი ამ შემთხვევაში განზე დარჩება", - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" ჭოხონელიძე.