„მევახშეების და მიწისქვეშეთის დრო დადგა“

„მევახშეების და მიწისქვეშეთის დრო დადგა“

არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის დამფუძნებელი, გივი კორინთელის განცხადებით, პრობლემაა ის, რომ საბანკო რეგულაციების დაწესება საკმაოდ სწრაფად მოხდა, რის შედეგადაც მევახშეები  გააქტურდნენ და მომსახურების ტარიფები გაზარდეს.

„არავინ  დავობს იმაზე, რომ საბანკო რეგულაციები ადრე თუ გვიან მისაღები იყო, თუმცა, ეს ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო. აუცილებელი იყო სხვა ბიზნესების აზრების გათვალისწინება, მათი რისკების შესწავლა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერ ამას ვიღაც გადაახტა და ასე ხისტად მიიღო რეგულაციები“, - აღნიშნავს კორინთელი, რომლის აზრითაც, მოსამზადებლად  გონივრული ვადა დაახლოებით 2 წელი იქნებოდა.

„მიზანი მიღწეულია - ყველა ფულის არხის მოსპობა და ამ არხების ტოტალური მართვა. მისოების დემონიზაცია და ბაზრიდან გახვეტვა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ძალიან მალე აისახება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. ახლა ებრძოლეთ მევახშეებს ნოტარიუსებთან ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას. მევახშეების და მიწისქვეშეთის დრო დადგა“, - აღნიშნავს კორინთელი.