თენგიზ არჩვაძე:

თენგიზ არჩვაძე: "რაღა ფასი აქვს ამნაირ სიცოცხლეს მითხარით, უკიდურესად გაბრაზებული ვარ!"

მსახიობ თენგიზ არჩვაძის აზრით, უზენაეს სასამართლოს ის მოსამართლეები უნდა ჰყავდეს, რომლებიც არ ემსახურებოდნენ ძალადობრივ რეჟიმს, არ გამოჰქონდათ უსამართლო განაჩენი:

"ავად ვარ, ლოგინიდან წამოდგომაც მიჭირს, კიდევ უფრი უარესად მხდის ის საშინელება, რასაც ტელევიზიით ვუყურებ! რაღა ფასი აქვს ამნაირ სიცოცხლეს, მითხარით, ოცი წლით ახალგაზრდა მაინც ვიყო, მაშინ კი ვიცი, რასაც ვიზამდი! ახლა თქვენც ისე მირეკავთ და აზრს მეკითხებით, თითქოს ამ საქმის მონაწილე ვიყო ან თითქოს ჩემგან ტაშის დაკვრას ელით ამ საშინელებაზე!

ჩემს სიცოცხლეში ასეთ რამეზე ტაში დამიკრავს? – როგორ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება, ბატონო! ყველაფერს ყურს ვუგდებ და საქმის კურსში ვარ, მაგრამ რა გავაკეთო, რა შემიძლია?

მეტი რომ არ შეიძლება, იმდენად უარყოფითად ვაფასებ ამ პროცესებს! ავად ვარ, სუნთქვაც კი მიჭირს, მაგრამ გეუბნებით, რომ ამ მოსმართლეების ამბით უკიდურესად გაბრაზებული ვარ!" – უთხრა "კვირის პალიტრას" ჟურნალისტს მსახიობმა.