ნატო დუმბაძე: უამრავ ხალხს რომ ეხმარება და ხელფასს არ იღებს, იმას რატომ არ ითვლით?!.

ნატო დუმბაძე: უამრავ ხალხს რომ ეხმარება და ხელფასს არ იღებს, იმას რატომ არ ითვლით?!.

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს მიმართავს:

„ვტკბებით, ბატონო შალვა, ვტკბებით, სხვისი ფულის დათვლას არ ასწავლიან ვაკეში და ეგება გადმოხვიდეთ, თქვენც დაწყნარდებით და ჩვენც. და უამრავ ხალხს რომ ეხმარება და ხელფასს არ იღებს, იმას რატომ არ ითვლით, თუ ეგ არ ისწავლება თქვენებურ თვლაში ნეტა?“ - წერს ნატო დუმბაძე.

აქვე გთავაზობთ შალვა ნათელაშვილის facebook-პოსტს, რომელსაც ნატო დუმბაძე გამოეხმაურა:

„ფრანსუა ფიონი - უაღრესად რეიტინგული პრეზიდენტობის კანდიდატი საფრანგეთისა, ჩამოაცილეს საარჩევნო კამპანიას და დაუმთავრეს პოლიტიკური პერსპექტივა იმიტომაც, რომ ამხილეს 2400-ევროიანი პიჯაკ-შარვლის შეძენაში. აქ ხალხი ტიტველ-შიშველია და მათ მაგივრად ელიტა იცმევს. პოლიტიკაში კალაძეების არსებობა კალაძეების ბრალი კი არა, ვინც მონურად ეთაყვანება ფულიან ნაძირლებს, მათი ბრალია. არცერთი ოდნავ თავმოყვარე ქალაქი ასეთ არსებას ახლოს არ გააკარებდა ხელმძღვანელ პოსტებს. დატკბით, ვაკელებო, თქვენი რჩეულით“, - წერს ნათელაშვილი.

Maverick ალიკოს შეეშალა, თავის თავს იგულისხმა და არა კალაძე.
6 წლის უკან