„საქმე ეხება ჩანაწერს“

„საქმე ეხება ჩანაწერს“

უკვე საათზე მეტია თბილისის პროკურატურაში გაზეთ “ქრონიკა +“-ის რედაქტორი, ელისო კილაძე გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც კილაძე ვარაუდობს, პროკურატურაში ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ის მოწმის სტატუსით დაიბარეს.

კილაძემ გამოძიებას ორი წლის წინ ჩანაწერები გადასცა. მისი თქმით, ჩანაწერში ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური აღიარებდა, რომ მასთან კუდ-ის მაღალჩინოსანი მივიდა და პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა.

“გამოძიება მე როგორც ვიცი დაწყებულია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე. სავარაუდოდ საქმე ეხება იმ ჩანაწერს, რომელიც 2 წლის წინ გადავეცი პროკურატურას, როდესაც ჩეჩენი საველე მეთაური ურაის ახმადოვი აღიარებდა, რომ მასთან მივიდა კუდის მაღალჩინოსანი მასტერა და დაუკვეთა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა,”-ამბობს კილაძე.