„მობილიზებულები ვართ რათა გავრცელების პირველწყაროს მივაგნოთ“

„მობილიზებულები ვართ რათა გავრცელების პირველწყაროს მივაგნოთ“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ფარული კადრების გავრცელების საქმეზე საუბრისას არ გამორიცხა, გამოძიების პროცესში პარტნიორების ჩართვის შესაძლებლობას. გახარიამ აღნიშნა, რომ გამოძიების უპირველესი მიზანი პირველწყაროს დადგენაა:

“გამოძიება გრძელდება, ჩვენ თუ დაგვჭირდა გარკვეულ ეტაპზე, რამე თუ ეს არ არის მარტივი ტექნიკურად, ვფიქრობთ, რომ ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს დახმარება. რამე თუ კიბერდანაშაული საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების რესურსი, იმისთვის, რომ რა თქმა უნდა უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველწყაროს მივაგნოთ, ამაზე ვმუშაობთ.

ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ არანაირი მნიშნელობა არ აქვს და არ ექნება სხვაობას გავრცელებას, პირველ წყაროს თუ შენახვას შორის, როგორც კი დავუშვებთ კომპრომისს რა თქმა უნდა მსგავს დანაშაულთან ბრძოლა იქნება რთული, ჩვენ გვესმის საზოგადოების კრიტიკა, რომ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა ამას გავაგრძელებთ. ვართ დარწმუნებული, რომ მივალთ ბოლომდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.