დაპირისპირება მოხდა გორის ერთ-ერთ სკოლაში.
ერთმანეთს სკოლის პედაგოგი და მშობელი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მშობელი მასწავლებელს ბავშვის ცემაში ადანაშაულებდა. მანდატურის სამსახურმა სასწავლო დაწესებულებაში პოლიცია გამოიძახა.
გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა “პრაიმტაიმთან“ ფაქტი დაადასტურა.
„როგორც მანდატურმა მითხრა მშობელი მასწავლებელს ხელით შეეხო. კონფლიქტის დროს გაირკვა, რომ მშობელი პედაგოგს ბავშვის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. საქმეს სკოლის დისციპლინური კომიტეტიც იკვლევს. იმ შემთხვევაში თუ ბავშვის ცემა დადასტურდება, პედაგოგს სამსახურიდან გაათავისუფლებენ, თუ მხოლოდ სიტყვიერი საყვედურს გამოუცხადებენ”,- განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოიკითხა მშობელიც და პედაგოგიც და სისხლის სამართლის დანაშაული არ გამოიკვეთა, რის გამოც გამოძიება შეწყდა.