“ცვლილებების დროა… არავინ იფიქროს დამავიწყდა, პირველ და მეორე ტურში რა პირობა დავდეთ … “

“ცვლილებების დროა… არავინ იფიქროს დამავიწყდა, პირველ და მეორე ტურში რა პირობა დავდეთ … “

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია პარტია “ქართული ოცნების” დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდს კონსტიტუციური უმრავლესობა აღარ ჰქონდეს.

ამასთან, მმართველის გუნდის წარმომადგენელი და 9 დეპუტატის მიერ დარეგისტრირებულ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის 2024 წლისთვის გადადებას ითვალისწინებს და განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს თავადაც დაუჭერს.

როგორც ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სჯობს უმრავლესობის წარმომადგენელთა პოზიციები დაახლოვდეს და სწორედ იმ ცვლილებების დროა, რომელსაც მმართველი გუნდი დაპირდა საზოგადოებას.

„რა თქმა უნდა, სჯობს გუნდს შიგნით პოზიციები დაახლოვდეს, პრობლემები უნდა გადაიჭრას და რაც მთავარია ცვლილებების დროა, იმ ცვლილებების, რომელსაც ჩვენ დავპირდით საზოგადოებას. მე ველოდები ამ ცვლილებებს და არავინ იფიქროს დამავიწყდა პირველ და მეორე ტურში რა პირობები დავდეთ. ამ ცვლილებებში ვგულისხმობ, როგორც საკადრო ცვლილებებს პარლამენტში ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საზოგადოება ელოდება ამ ცვლილებებს“, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.