გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს

გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს

გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში მოსამართლეთა დანიშვნა უვადოდ გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, – ამის შესახებ დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, 2024 წლის 31 დეკემბრამდე ქმნის მოსამართლეთა უვადო გამწესების შეჩერების შესაძლებლობას. დეპუტატი კოლეგებს სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენებას სთავაზობს.

„იმისათვის რომ მივიღოთ სასამართლო კორპუსი როგორც ორგანიზაციულად ასევე პროფესიულად მაქსიმალურად გამართული, ჩვენ გვინდა ეს პროცესი 2024 წლამდე გადავდოთ. ჩვენი ინიციატივა მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება და მე მხარს ვუჭერ ამ საკითხში ჩემს კოლეგებს”, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

დღეს 9 დეპუტატმა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა.