"გირჩი" ჯაფარიძის პირადობის მოწმობას და მელნის ბოთლს აუქციონზე ყიდის

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი" მთავარ ოფისს იცვლის. ამის შესახებ გაერთიანება სოციალურ ქსელში დაწერა. გადასვლის წინ, „გირჩი" აუქციონს გამართავს, რომელზეც სხვადასხვა ნივთებს გაყიდიან, მათ შორის გაერთიანების ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ძველ პირადობის მოწმობას.

„კვირას, 10 თებერვლის 15:00 საათიდან ოფისი იქნება ღია ყველა მსურველისთვის, ვისაც ენდომება შეიძინოს სხვადასხვა ისტორიული ნივთები გირჩის ცხოვრება-მოღვაწეობიდან, როგორიცაა, მაგალითად:

ზურაბ ჯაფარიძის (და არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის) პირადობის მოწმობა; მელნის ბოთლი, რომლიდან ჩამოსხმული მელნითაც იკურთხა მღვდელმსახურად ათასობით თავისუფალი ადამიანი", - წერს „გირჩი" ფეისბუქზე.