"ზუგდიდს და სამეგრელოს რაც შეიძლება მალე სჭირდება მაღალი დონის პროფესიული სასწავლებელი, რომელიც მოამზადებს კვალიფიციურ პროფესიულ კადრებს კომპიუტერული ტექნოლოგიების, ტურიზმის, აგრო თუ სხვა სექტორებისთვის. ასეთი სასწავლებელი არა მარტო სამეგრელოს არამედ აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებსაც მოემსახურება და პირდაპირ შეუწყობს ხელს დასაქმების საკითხის გადაწყვეტას. ასეთი ტიპის სასწავლებელი, ტექნიკური კოლეჯი წლების წინ არსებობდა და დღეს აუცილებელია ის ახალი მოდიფიკაციით და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღდგეს"