ფარული აგენტის განცხადება(VIDEO)

ფარული აგენტის განცხადება(VIDEO)

ცოტა ხნის წინ კოალიცია ქართული ოცნების ოფისში საგანგებო ბრიფინგი დასრულდა. სოზარ სუბარის განცხადებით, კოალიციის კრწანისის რაიონის მხარდამჭერ ლევან მინაშვილს ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ფარული ვიდეო ჩანაწერის გაკეთებას სთხოვდნენ. მინაშვილი ამბობს, რომ მას უნდა გადაეღო, თუ როგორ აძლევდნენ 15 ლარს, 29 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე მის მიერ მიყვანილ თოთოეულ ადამიანზე. მინაშვილი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა თვენახევრის განმავლობაში ხორციელდებოდა და ციხეში ჩასმით ემუქრებოდნენ. მას ასევე დავალებული ჰქონდა კოალიციის მხარდაჭერებისთვის მარიხუანის მოწევის შეთავაზება და ამის გადაღება. კოალიციის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, მინაშვილმა სპეც აპარატურაც მიიტანა და ამჟამად ფარული ჩანაწერების გაშიფვრა მიმდინარეობს.