აზერბაიჯანში, შემახაში და ჩრდილოეთ გობუსტანში მომხდარმა ორმა მიწისძვრამ, შესაძლოა ვულკანების გააქტიურებაზე გავლენა იქონიოს.
გეოფიზიკოსები აღნიშნულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ექსპედიციის ორგანიზებას გეგმავენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 5 მიწისძვრა მოხდა. ყველაზე ძლიერი 5-ბალიანი იყო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის ბრძანება გასცა. მიწისძვრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სტიქიამ აზერბაიჯანის 14 სოფელი დააზარალა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.