ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, რა დროსაც შვილმოკლულმა მამამ დაზიანებები მიიღო.

სარალიძე პროკურატურის ეზოში შევიდა, თუმცა დაცვამ მას ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

შვილმოკლული მამა მთავარ პროკურორთან შეხვედრას უკვე ორი თვეა ითხოვს, თუმცა პროკურატურა მას მიმდინარე საქმეების პროკურორებთან შეხვედრებს სთავაზობს.