აზერბაიჯანულენოვან „ფეისბუქ-გვერდზე“ ქვემო ქართლის შესახებ სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

აზერბაიჯანულენოვან „ფეისბუქ-გვერდზე“ ქვემო ქართლის შესახებ სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში, აზებაიჯანულენოვან "ფეისბუქ-გვერდზე" ulu borcali", რამდენიმე დღის წინ სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა

https://www.facebook.com/Ulu-Bor%C3%A7al%C4%B1-275639219608655/

გვერდის ადმინისტრატორები ავრცელებენ ინფორმაციებს, თითქოსდა, ისტორიული ქვემო ქართლის ნამდვილი სახელწოდება ბორჩალოა. იმავე გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დმანისი - ბაშკაშიდია, მარნეული - სარვანი, გარდაბანი - ქარაიაზი, ბოლნისი - ჩორუკ კამარლი, წალკა - ბამაქსიზი, თეთრიწყარო - აღბულაქი.

ვის ინტერესებში შედის ან რა დატვირთვა აქვს ამ ტიპის ინფორმაციების გავრცელებას, ჩვენთვის უცნობია, თუმცა ქართული მხარე ვალდებულია დაინტერესდეს, რას და ვის ინტერესებს ემსახურება მსგავსი ტიპის ინფორმაციების გავრცელება.

არ არის გამორიცხული, რომ ამ გვერდის მმართველები აზერბაიჯანელი "ნაციონალისტები" იყვნენ. თუმცა, ასევე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა ბევრისთვის მიუღებელია და ამ ურთიერთობას ბევრი მტერი ჰყავს. მათ შორის ერთ-ერთი პირველი და მთავარი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთია. ყველა შემთხვევაში, ქართული მხარე უნდა დაინტერესდეს ამ ფაქტით და შესაბამისი რეაგირებაც მოიხოვოს.

ცხადია ისიც, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციები ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, თუმცა აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირება, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან, მნიშვნელოვანი და საჭიროა.