საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საქართველოს მთავრობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით ე.წ. "ოცნების ქალაქის" მოსახლეობისთვის ბინები აშენდება.
"იმ დასახლებაში, სადაც მრავალშვილიანი ოჯახები, ვეტერანები და სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ, იდგა უამრავი პრობლემა.
გარემო არის ანტისანიტარიული და საფრთხის შემცველი.
ნორმალური საცხოვრებელი პირობების არ ასებობის გამო ზოგიერთ ოჯახს შვილები სხვაგან ჰყავდათ მიბარებული და ვითარება იყო რთული.
მოხარული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლება და აჭარის მთავრობა ახერხებს გეტოს სახის დასახლება თანამედროვე საცხოვრებლად იქცეს"