ჩვენ არავის ვრიცხავთ, თუმცა, არც ის გვინდა, რომ გუნდის შიგნით იყო და გარედან ურტყამდე

ჩვენ არავის ვრიცხავთ, თუმცა, არც ის გვინდა, რომ გუნდის შიგნით იყო და გარედან ურტყამდე

ეთიკური სტანდარტი მოითხოვს, მიღებული წესების გათვალისწინებას. გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა – ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარტია “ქართულ ოცნებასთან” განაცხადა. ქუცნაშვილი უმრავლესობის სხდომაზე იმყოფებოდა.

“ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებაში აქტუალურია, მათ შორის კრიტერიუმებზე, რითაც უნდა მოხდეს მოსამარტლეთა შერჩევა. დადასტურდა, რომ პარლამენტის ყველა წევრი იმოქმედებს საკუთარი სინდისით და ღირსებით და იქნება თავისუფალი. ვიმსჯელეთ სამომავლო საქმიანობაზე. არავის გარიცხვის საკითხი არ დასმულა, თუმცა, ითქვა რომ ზეპარტიული პრინციპის დაცვა ყველას ვალდებულებაა. ეთიკური სტანდარტი მოითხოვს, მიღებული წესების გათვალისწინებას. გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა. სამართლიანი წესები რომ უნდა არსებობდეს და იმართებოდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება, ამას ყველა დაეთანხმა.

განსხვავებული აზრი არ არის მიუღებელი, მაგრამ არაკორექტულია იყო გუნდში და გუნდს ურტყამდე გარედან. გუნდიშ შიგნით მოქმედებისას და გუნდის დატოვებისას ყველა თავისუფელია. ჩვენ არავის ვრიცხავთ, თუმცა, არც ის გვინდა, რომ გუნდის შიგნით იყო და გარედან ურტყამდე”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

უმრავლესობის შეხვედრა თითქმის სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.