ვაშლის კექსი დარიჩინით

ვაშლის კექსი დარიჩინით

ინგრედიენტები


კვერცხი - 3 ცალი


შაქარი - 200 გ


მაწონი - 400 მლ


კარაქი - 100 გ


ვანილი


სოდა ძმრით


დაჭრილი ვაშლი - გემოვნებით


დარიჩინი


მომზადების წესები


3კვერცხს დავუმატოთ 1 ჭიქა შაქარი, კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ ვანილი,1,5ჩ.კ ძმარი; შემდეგ 1 ქილა მაწონი მასში გახსნილი არასავსე 1.ჩ.კ სოდით ნელნელა შევურიოთ გოგლიმოგლ ს( ესეც მიქსერით ) , შემდეგ 100გრ გამდნარი კარაქი-შეგრილებული, და ნელნელა დავამატოთ 3-3.5 ჭ ფქვილი.


ამასობაში გავაცხელოთ ღუმელი 170გრ.ზე, თუ კექსის სქელი ფორმა გაქვთ,წინასწარ გააცხელეთ, მოუსვით ძირზე ზეთი, მოაწყვეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ვაშლი ამოვლებული დარიჩინსა და ცოტა შაქარში, და მოვასხათ მომზადებული ცომი.


ვაცხობთ 170°ზე 35- 40წთ. შეამოწმეთ ასანთის ღერით მზადაა თუ არა.