დაპირისპირების მიუხედავად უნდა გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში

დაპირისპირების მიუხედავად უნდა გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში

ბევრ თემაზე იქნება საუბარი, განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„სასამართლოში ბევრი პრობლემაა და ეს პრობლემები არის მისახედი. უპირველესად, ჩვენი პასუხისმგებლობა არის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების იმგვარად დანიშვნა, რომ საზოგადოებას ამ პროცესისადმი ნდობა ჰქონდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილმა ასევე სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებზე ისაუბრა.

„იქ არის ჩანაწერები, რომელსაც ვერ დავეთანხმები. მაგალითად, ვინც სასამართლოს მიმართ ან მოსამართლეების მიმართ კრიტიკულია, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მართული – რა თქმა უნდა, გამიჭირდება, დავეთანხმო. არის საკითხები, რასაც ბუნებრივია, ვიზიარებ. მაგალითად, მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნება პროცესის იმისთვის, რომ შევძლოთ ნორმალური კანონის დაწერა და დაპირისპირების მიუხედავად გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში. თუ სამუშაოდ არ დავსხედით, ძალიან გაგვიჭირდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.