რომის პაპმა ფრანცისკემ სასულიერო პირების მხრიდან მონაზვნებზე სექსუალური ძალადობა საჯაროდ პირველად აღიარა.
"დიახ, იყვნენ ასეთი მღვდლები და ეპისკოპოსებიც კი, რომლებიც ასეთ რამეს ჩადიოდნენ,"- განაცხადა რომის პაპმა თვითმფრინავში, როდესაც ის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბრუნდებოდა.
პონტიფიკოსის თქმით, სექსუალური ძალადობა მონაზვნებზე, შესაძლოა, ყველგან მოხდეს, თუმცა ეს განსაკუთრებით ხშირად ზოგ ახალ სამრევლოში ან გარკვეულ რეგიონში ხდება. თუმცა რომის პაპს არ დაუკონკრეტებია, რომელ სამრევლოებზე ან რეგიონებზეა საუბარი.
მან განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია დიდი ხანია, მუშაობს ამ პრობლემის მოგვარებაზე, გარკვეული სასულიერო პირები ეკლესიას ჩამოაშორეს კიდეც, ხოლო სამრევლოები, სადაც მსგავსი ფაქტები ხდებოდა, დაიშალა.
რომის პაპი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.
დედაქალაქში მას პრინცი მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰაინი დახვდა. არაბეთის ნახევრაკუნძულზე ეს რომის პაპის პირველი ვიზიტი იყო ისტორიაშ